
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და თინა ბოკუჩავას მეუღლე, კოტე იოსელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაციას „ფორმულას“ უწყებაში უდასტურებენ.
იოსელიანის დაბარება, სავარაუდოდ, ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, სადაც ის ამბობს, რომ მისი მეუღლე ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. ბოკუჩავას მტკიცებით, იოსელიანი, შესაძლოა, ე.წ. მოდულის შენობაში ჰყავდათ.
მომხდარს ბოკუჩავა მისი დაშინებისა და გაჩუმების მცდელობად აფასებს.
შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, წლების წინ მის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.