კოტე იოსელიანი: ბოდიშის მოხდა განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას

რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მითუმეტეს რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.
რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტი-ქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი!

წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და თინა ბოკუჩავას მეუღლე, კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს, საცხოვრებელთან 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, გაიტაცა და 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდა, მათ შორის – შვილებზე მუქარით. ბოკუჩავას თქმით, იოსელიანი, სავარაუდოდ, ე.წ. მოდულის შენობაში ჰყავდათ და მისთვის ბოდიშის ვიდეოს ჩაწერა სწორედ ამ ზეწოლის შედეგად მოხდა. ვიდეოში იოსელიანი ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს წლების წინანდელი განცხადებების გამო. ბოკუჩავას თქმით, მიზანი მისი დაშინება და გაჩუმებაა.