25 ნოემბერს, კოსტა-რიკის ქალაქ სან ხოსეში ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, პატარა თვითმფრინავში, რომელიც სან ხოსესკენ მიემგზავრებოდა, 6 ადამიანი იმყოფებოდა.
წითელი ჯვრის ინფორმაციით, გადარჩენილი მგზავრი, 31 წლის ქალი, მძიმე მდგომარეობაშია.