კოსი: ევროკომისიის დღევანდელი წინადადება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლასა და ძალადობაზე

ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა ოფიციალური პირებისთვის, პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლასა და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიაზე.

ევროკომისიამ დაფინანსება მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოებისკენ და დამოუკიდებელი მედიისკენ უკვე მიმართა. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაძლიერების გზებს შევისწავლით.

ევროკავშირი ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან დგას. ევროკავშირის კარი ღია რჩება.

წერს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი X-ზე.