ნაცნობი სურათი, ღარიბაშვილის ტრიბუნასთან დგომა და გამოსამშვიდობებელი სიტყვა საზოგადოებამ უკვე მეორედ ნახა. ივანიშვილმა 2015 წელს ახალ წლამდე ცოტახნით ადრე მოხსნა ღარიბაშვილი, ახლა კი ახალი წლიდან 1 თვეში. ორივე შემთხვევა ერთი ფაქტით ჰგავს ერთმანეთს - საინტერესოა, რომ ორივეჯერ საპარლამენტო საარჩევნო წელი იწყებოდა. პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ე.წ. დაბრუნებისთანავე გაამზადა საფუძველი და პარტიის წესდება შეცვალა, რამაც გაამყარა ვარაუდი, რომ ღარიბაშვილს წყალი შეუდგა.