easyJet-ის რეისი კორფუ-ლონდონი ძლიერ ტურბულენტობაში მოყვა, რის გამოც ეკიპაჟის ორი წევრი დაშავდა.
თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში ტურბულენტობამ შეარყია, რა დროსაც ორი ბორტგამცილებელი თვითმფრინავის კედელს დაეჯახა. მედიის ცნობით, ერთ-ერთმა ფეხი მოიტეხა, მეორემ კი ტერფზე ძლიერი დაზიანება მიიღო.
მომხდარის გამო თვითმფრინავი რომის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ბორტზე 181 მგზავრი იმყოფებოდა. ისინი არ დაშავებულან.
იტალიის ავიაციის სააგენტოს განცხადებით, "დაზიანების ტიპისა და სიმძიმის გამო" მომხდარზე გამოძიება დაიწყო.