კოოპმანი: ქართველი ხალხი EU-ის არ ჩამოშორებულა, პრობლემა მთავრობის პოლიტიკაა

პირველ რიგში ჩვენ ვამაყობთ, რომ გასულ წელს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მოიპოვა და აშკარაა, რომ "უცხოური აგენტის შესახებ კანონით" და სხვა რიგი მოვლენებით, იგი ევროკავშირის გზას დაშორდა. როცა ვამბობ, რომ ქვეყანა ევროკავშირს დაშორდა, უნდა დავაკონკრეტო, რომ ქართველი ხალხი ევროკავშირს არ ჩამოშორებულა. ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერის მაჩვენებელი 80%-დან 90%-მდე ნარჩუნდება. ამიტომ, პრობლემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, არის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მცირე პროგრესი იქნა მიღწეული ე.წ. 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შესრულდეს. შედეგად, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია

განაცხადა სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ხერტ იან კოოპმანმა.