კომუნიკაციების კომისიამ მედიების მიმართ ოცნების საჩივრის განხილვა 19 ივნისს ჩანიშნა

კომუნიკაციების კომისიამ მედიების მიმართ ოცნების საჩივრის განხილვა 19 ივნისს ჩანიშნა

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქართული ოცნების საჩივრები ფორმულასა და ტვ პირველის წინააღმდეგ დასაშვებად ცნო.

კომისიამ საჩივრების არსებითი განხილვა 19 ივნისს, 15:00 საათზე ჩანიშნა.

***

ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი ფორმულასა და ტვ პირველს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლების დარღვევას ედავება.

კერძოდ, მოცემულია ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტის, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო".

განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ქართული ოცნების მთავრობის "რეჟიმად მოხსენიებას". საჩივარში მრავალჯერ მოიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "რეჟიმის პატიმარი," რეჟიმის წარმომადგენელი" და ა.შ.

ქართული ოცნება ფორმულას ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩივის.

რა შეიძლება დაემართოს ფორმულას – "ოცნების" კანონით გათვალისწინებული რეალური სანქციები:

  • გაფრთხილება

კომისიამ შეიძლება გამოუცხადოს ფორმულას ოფიციალური გაფრთხილება — საჯარო ან წერილობითი.

  • დავალება შინაარსის გამოსასწორებლად

მაგალითად: ვალდებულება მოიხადოს ბოდიში, გააშუქოს დამატებითი პოზიციები, ან წაშალოს ზოგი შინაარსი საიტიდან/სოცქსელიდან.

  • ფინანსური ჯარიმა

ჯარიმის ოდენობა კანონით შეიძლება იყოს საკმაოდ სოლიდურიც — მაგალითად, წინა პრაქტიკით, ზოგჯერ ირჩევა მაუწყებლის ბიუჯეტის შესაბამისი წილი.

  • დროებითი რეგულაცია ან შეზღუდვა

სანამ საბოლოო გამოძიება დასრულდება, კომისიას შეუძლია მოსთხოვოს დროებითი შეზღუდვები – მაგალითად, მსგავსი ტერმინების გამოყენების შეჩერება.

  • ლიცენზიის ჩამორთმევა

ფორმულას მიერ განმეორებითი მძიმე "დარღვევების" შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს ფორმულას ლიცენზია შეუჩეროს ან გაუუქმოს.