
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ფორმულას ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი მაუწყებლობის შესახებ "კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ედავება".
ივანიშვილის პარტია მოითხოვს "მაუწყებლობის შესახებ" კანონით განსაზღვრული ახალი ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროს ფორმულას და ამოქმედდეს სანქცირების აღსრულების დროებითი წესი.
საჩივარში, რომელიც ტელევიზია ფორმულამ დღეს მიიღო, მოცემულია ნაწყვეტები და ამონარიდები არხის, როგორც საინფორმაციო გამოშვებებიდან, ასევე სოციალური გვერდებიდან, რომლებშიც ქართული ოცნების რწმუნებით, დარღვეულია კანონის ნორმები.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა განიხილოს და დაადგინოს, დაარღვია თუ არა ფორმულამ კანონი.
"საჩივრის საფუძველია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები", - წერია დოკუმენტში.
კერძოდ, მოცემულია ტერმინები, რომლებიც ხაზს უსვამს ქართული ოცნების პარლამენტს, სხვადასხვა თანამდებობის პირებისა თუ ინსტიტუტების არალეგიტიმურობასა და პოლიტიკურ მიკერძოებას: "არალეგიტიმური პარლამენტი", "ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე", "ოლიგარქის დეპუტატი", "რეჟიმის საქალაქო სასამართლო".
განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა ქართული ოცნების მთავრობის "რეჟიმად მოხსენიებას". საჩივარში მრავალჯერ მოიცავს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "რეჟიმის პატიმარი," რეჟიმის წარმომადგენელი" და ა.შ.
ქართული ოცნება ფორმულას ბიძინა ივანიშვილის "ოლიგარქად" მოხსენიების გამოც უჩივის.
რა შეიძლება დაემართოს ფორმულას – "ოცნების" კანონით გათვალისწინებული რეალური სანქციები:
კომისიამ შეიძლება გამოუცხადოს ფორმულას ოფიციალური გაფრთხილება — საჯარო ან წერილობითი.
მაგალითად: ვალდებულება მოიხადოს ბოდიში, გააშუქოს დამატებითი პოზიციები, ან წაშალოს ზოგი შინაარსი საიტიდან/სოცქსელიდან.
ჯარიმის ოდენობა კანონით შეიძლება იყოს საკმაოდ სოლიდურიც — მაგალითად, წინა პრაქტიკით, ზოგჯერ ირჩევა მაუწყებლის ბიუჯეტის შესაბამისი წილი.
სანამ საბოლოო გამოძიება დასრულდება, კომისიას შეუძლია მოსთხოვოს დროებითი შეზღუდვები – მაგალითად, მსგავსი ტერმინების გამოყენების შეჩერება.
ფორმულას მიერ განმეორებითი მძიმე "დარღვევების" შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უფლება აქვს ფორმულას ლიცენზია შეუჩეროს ან გაუუქმოს.