კოლსი: შტატებმა ივანიშვილი დაასანქცირა, ევროკავშირმაც იგივე უნდა გააკეთოს

შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი, რუსეთის მარიონეტი საქართველოში, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვისა და საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის ღალატისთვის. ევროკავშირმა იგივე უნდა გააკეთოს, რათა მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხსა და მათ ბრძოლას დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ლეგიტიმური ხელმძღვანელობის პირობებში.

წერს ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ზე.

***

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.