კოლარი: EU-ში გაწევრიანება არაა ადვილი პროცესი - უარი უნდა თქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე

ევროკავშირში გაწევრიანება არაა ადვილი პროცესი, თუმცა მთლიანი ტენდენცია უნდა იყოს თვალნათელი - ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და უარი ვთქვათ ისეთ ნაბიჯებზე, რაც არაა შესაბამისი ევროკავშირის სტანდარტებთან, უარი უნდა ვთქვათ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რამაც შეიძლება, საქართველოს ამ გზაზე ხელი შეუშალოს. არის აუცილებელი, რომ მთავრობა, ოპოზიცია, სამთავრობო სექტორი იყვნენ ერთიანი ევროკავშირისადმი მისწრაფებებში, ასეთი სიგნალის გაშვება მნიშვნელოვანია.

განსხვავებები ყველა ქვეყანაში ნორმალურია, თუმცა როცა საქმე გვაქვს პოლიტიკურ პოლარიზაციასთან, საზოგადოებას ვაყენებთ ზიანს, მათ მომავალ განვითარებას, ხდება დეზინფორმაცია. აუცილებელია. ყველა პოლიტიკოსმა ააშენოს ერთიანობის ხიდები, მხოლოდ ერთიან ქვეყანას შეუძლია აიცილოს სხვადასხვა ქვეყნის გავლენები.

ამბობს სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე, ბორის კოლარი - ის დღეს ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა.