მეტი შესაძლებლობა ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის კოკა-კოლისგან და ჰიტები, რომლებიც შემოდგომის დღეებს ნამდვილად უფრო ენერგიულს და ხალისიანს გახდის. ქოუქ სტუდიოს საერთაშორისო პლატფორმას უკვე საქართველოც შეუერთდა და ჯადოსნური მუსიკალური გამოცდილების გაზიარება ჩვენი მუსიკოსებისთვისაც დაიწყო. ქართულ პროექტში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა და ასევე დამწყებმა, ნიჭიერმა არტისტებმა. ერთმანეთისგან ჟანრობრივად განსხვავებული შემსრულებლების დუეტები, კლიპებთან ერთად, Coke Studio-ს გლობალურ youtube არხზე უკვე განთავსებულია. ქართული პროდუქტის მაღალი ხარისხი ბრავო რექორდსმა უზრუნველყო. ჩვენს დღევანდელ სიუჟეტში კი იმ ორ ჯგუფს გაიცნობთ, რომლებიც კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას მეშვეობით, საერთაშორისო წარმატებისკენ ისწრაფვიან.