კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა აღდგენილია

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდაფარცხისიმანგლისიწალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აღდგენილია", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე მოძრაობა აკრძალულია.