ამ 2-3 დღის განმავლობაში ძალიან სწრაფ რეჟიმში ხდება ეს მოლაპარაკებები. ამ წამსაც მიმდინარეობს შეხვედრა. ყველა მონაწილე მხარე, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროაც, ლელოც და ახალიც მოტივირებულია, რომ დღესვე იყოს გადაწყვეტილება მიღებული. საკითხების უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია, მხოლოდ რამდენიმე დეტალია ახლა შესათანხმებელი და ამაზე მიდის საუბარი. დიდი იმედი მაქვს, რომ საღამოს მოესწრება.
ფუნდამენტური ისეთი საკითხი არ ყოფილა, რის გამოც მოლოდინი გვექნება, რომ შეთანხმება ვერ ხდება. პირიქით, მე დიდი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეთანხმება შედგება.
[...] დიდი პროპორციით და დიდი შანსით მიღებულია ეს გადაწყვეტილება.
განაცხადა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ ფორმულას ეთერში.