კობახიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა
პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსი, მამუკა ჯანგულაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი ბრძანება კობახიძემ დღეს გამოსცა.
ჯანგულაშვილი აღნიშნულ თანამდებობას 2021 წლიდან იკავებდა.