კობახიძე ზურაბიშვილზე: ხშირად აკეთებს გაუგებარ განცხადებებს, მასთან კინკლაობაში არ შევალთ

სამწუხაროდ, ხშირად კეთდება ხოლმე ქალბატონი სალომეს მხრიდან გაუგებარი განცხადებები, შეიძლება, აქაც მოვისმინოთ ასეთი განცხადებები. ვნახოთ, ჩვენ დაველოდებით ამ ყველაფერს. არ გვიდა, რომ შევიდეთ კინკლაობაში პრეზიდენტთან იმის გამო, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით პრეზიდენტის ინსტიტუტს. შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში, თავად არ უფრთხილდებოდეს პრეზიდენტი პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ მაგრამ ჩვენი ვალია, გავუფრთხილდეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, აქედან გამომდინარე, მასთან კინკლაობაში არ შევალთ.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს ზურაბიშვილის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით, რომელსაც პრეზიდენტი პარლამენტს 31 მარტს წარუდგენს.