კობახიძე: ზურაბიშვილი კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევს კონსტიტუციას

პირველ რიგში, ყველამ იცის, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედით არღვევს კონსტიტუციას - ეს იმედი რომ არ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, ეს ასეთ რისკზე არ წავიდოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ერთი წელი აქვს დარჩენილი საკუთარი უფლებამოსილების, ბუნებრივია, რომ მისთვის ძვირფასია ეს ერთი წელიც პრეზიდენტის თანამდებობაზე. აქედან გამომიდინარე, რომ არ ჰქონდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის იმედი, ბუნებრივია, ის ამ რისკზე არ წავიდოდა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, არარეალურია ასი ხმის მოგროვება, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ჩვენ ამაზე არ გვაქვს გათვლა.

[...] ფორმალურად ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის მოთხოვნებს, ეს სოროსის ფონდმაც კი ვერ იკადრა და ეს იკადრა, საბოლოო ჯამში, სალომე ზურაბიშვილმა. ამაზე კითხვა რომ დაუსვას, წარმოიდგინეთ, შარლ მიშელმა, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილს - ეს ხომ თქვით თბილისში? და იქ მოიტყუეთ თუ მართალი თქვით? და ხომ არ იტყვის, მოვიტყუე იმისთვის, რომ ოპოზიცია უნდა გამემაგრებინა, უნდა თქვას, რომ კი მართალია. თუ ფორმალურად ვასრულებთ ევროკავშირის მოთხოვნებს, მაშინ, რა კანდიდატის სტატუსზეა საუბარი? აქედან გამომდინარე, შავი თეთრზე ნათელია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება დადებითი შედეგის მომტანი კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით.

აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საუბრის დროს. რამდენიმე დღის წინ კობახიძემ ბრიფინგზე პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების პროცედურის დაწყება დააანონსა.