მე დღემდე არ მესმის, საერთოდ ამ ვნებათაღელვის საფუძველი რა იყო, იმდენად აბსურდული იყო ეს ვნებათაღელვა, თავისთავად. არის შემთხვევები, როდესაც მესმის, რომ აწყობთ სპეკულირება, შეიძლება, ამისთვის რაღაც საბაბი ჰქონდეთ. აქ საბაბსაც კი ვერ ვხედავ, მოხდა უბრალოდ ფაქტის კონსტატაცია.
თქვენ გახსოვთ, იგივე გასული წლის მარტში, ომის დაწყებიდან 2 კვირაში ზელენსკი საუბრობდა NATO-ში შესვლის გადაფიქრებაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთისთვის ომის დაწყების საფუძვლად იქცა სწორედ უკრაინის NATO-სკენ სწრაფვა. ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს? ან პრემიერს, ან მე, ან სხვას? რატომ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება, როცა ზელენსკი საუბრობს ამ ყველაფერზე? აქედან ჩანს, რომ ეს არის რაღაცა თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები.
თუმცა საინტერესო რა არის, რომ გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. მე მათ ვურჩევდი, მომავალში ნაკლებად გააშიშვლონ ხოლმე ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საკუთარი აგენტები.
ყველა, ვინც გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ყველა გამოიყვანეს სცენაზე და ყველას ალაპარაკეს სრული აბსურდი იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.