ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ისეთი ძალების დაბრუნება, რომლებიც 2012 წლამდე აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს. ვიღაცებს, ვიღაცებს, კი. თქვენ იცით, რომ იყო სერიოზული გავლენები ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკავშირსა და აშშ-ში და მე ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის არჩევასთან ერთად ეს გავლენებიც მნიშვნელოვნად შესუსტდება, არ გაქრება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვნად შესუსტდება.
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებთან.