გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა სწორედ, როგორც თავისუფალი, თანასწორი, ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს. ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ და ახლა უკვე საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი.
ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც საბჭოური ტიპის ავტორიტარიზმი ევროპული ტიპის დემოკრატიული და სამართლიანი მმართველობით ჩაანაცვლა.
თქვა ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ოცნების მიერ ორგანიზებულ სახალხო ზეიმზე.