კობახიძე: თუ ეკლესიის სიძლიერეს შეარყევ, ავტომატურად შეარყევ ქვეყნის სიძლიერესაც

თუ გინდა, ზოგადად, ქვეყნის სიძლიერის შერყევა, უნდა დაესხა თავს მის ძირითად ინსტიტუტებს - ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები და მთელი ამ დროის განმავლობაში ეს ადამიანები, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის შიგნით, რადიკალური ოპოზიცია თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებს, პოლიციას, პირველ რიგში.

მეორე მიმართულება არის ეკლესია, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი. თუ ეკლესიის სიძლიერეს შეარყევ, ავტომატურად შეარყევ ქვეყნის სიძლიერესაც.

ამბობს იმედთან ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.