დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. აშშ-ში იმართება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს არის ერთგვარი გარდამტეხი მომენტი აშშ-სთვის, მინდა ხაზი გავსვა, რომ გასული 4 წელი რთული იყო როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე მსოფლიოსთვის. იყო არაერთი კრიზისი, იყო და მიმდინარეობს კვლავაც ომი უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში მძიმე ეკონომიკური კრიზისია, ფსევდოლიბერალური პროპაგანდა კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა ამ 4 წლის განმავლობაში, ლიბერალური ფაშიზმი რაც არამარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პრობლემაა, ამანაც ახალი განვითარება შეიძინა ამ 4 წლის მანძილზე და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში ამ 4 წლის განმავლობაში რევოლუციის 4 მცდელობა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ იყო სიმშვიდე და ანალოგიურად, იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაშიც. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ შემდეგ 4 წელი იქნება თვისებრივად განსხვავებული, იქნება ბევრად უფრო მშვიდი მსოფლიოსთვის.
ძალიან ამბიციური გეგმა აქვს პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული, ეს არის "დიფ სთეითის" დამარცხების გეგმა და ჩვენ გვინდა წარმატებები ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს ამ საქმეში. რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში წარმატებას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს ბრძოლა "დიფ სთეითთან" პრეზიდენტ ტრამპის გამარჯვებით დასრულდება და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში კონკრეტულად. ..
ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ გვსურს ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთა, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-სთან და იმედი გვაქვს, გვექნება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წარმატებები.
თქვა ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ. დღეს აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება.