ჩვენ ყოველთვის ვამბობდით ხოლმე, რომ 50/50-ზე იყო შანსები, თუმცა დღეს ვითარება არის რადიკალურად შეცვლილი და თანდათანობით მწიფდება დადებითი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი სათანადოდ იქნება ბოლომდე მიყვანილი, პრაქტიკულად, უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისია გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შეფასებას 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს. Reuters 3 ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია უკრაინას დადებით შეფასებას მისცემს, შესაძლოა, დამატებითი პირობებით, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.