დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც უშუალოდ ჭირისუფლები და ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე. მათ შორის ექნებათ იმის საშუალება, რომ მოუსმინონ ექსპერტებს. დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, ამ დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით. ეს არის რაც შემიძლია, გითხრათ. უკვე გავეცი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება.
განაცხადა საქართელოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ შოვში, 1 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის ადგილზე.