კობახიძე სანქციებზე: ვერავინ დაგვსჯის

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სანქციების თემაზე და ჩვენთვის ეს თემა არის უბრალოდ არასერიოზული. არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟო ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი ზომით. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით, ვემსახურებით ამ საზოგადოების ინტერესებს, ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე ყოველგვარი საუბარი სანქციებზე არის არასერიოზული და ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, რომელიც პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ ჩანიშნა.