სარატოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ღამით უკრაინამ უპილოტო აპარატებით შეუტია

სარატოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ღამით უკრაინამ უპილოტო აპარატებით შეუტია

რუსეთის ქალაქ სარატოვში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ღამით უკრაინამ უპილოტო აპარატებით შეუტია, რის შედეგადაც ობიექტზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. რუსეთის ტელეგრამ-არხების ცნობით, თავდასხმა მოხდა 10 აგვისტოს გამთენიისას.

მოწმეების თქმით, ქალაქზე დრონებით განხორციელდა ინტენსიური იერიში. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ისმის დრონების ხმა და ჩანს საჰაერო თავდაცვის სისტემების გააქტიურება. ადგილობრივების განცხადებით, ძლიერი აფეთქების შემდეგ ქარხანაში მასშტაბური ცეცხლი გავრცელდა.

სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა განაცხადა, რომ „ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტს ზიანი მიადგა“. საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობა და აფეთქებები დაფიქსირდა ლიპეცკსა და ვორონეჟშიც.