ჩვენთვის მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ მოცემულობას, მოცემულობა არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები უკვე დიდი ხანია მოქმედებს, ეს არის დე ფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარიული ბანკის მეშვეობით. ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, რომ ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას.
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
უკრაინის სანქციების პორტალზე, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის შექმნილი, იმ ადამიანთა მონაცემები აიტვირთა, რომელთა სანქცირებასაც განიხილავენ, მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილიც.