კობახიძე: საქართველოში ყველაზე მსხვილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია ჩვენი პარტიაა

ზოგადად, საქართველოში ყველაზე დიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია არის სწორედ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო, ჩვენი პარტია, რომელიც აერთიანებს 42 000 წევრს.

საკუთარ თავს სამოქალაქო საზოგადოებას არქმევენ საერთაშორისო გამჭვირვალობა თავისი ასკაციანი სტაფით, ისფედი და ა.შ. ეს არ არის სამოქალაქო საზოგადოება, ყველაზე მსხვილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია საქართველოში არის ჩვენი პარტია, თავისი 42 000 წევრით.

აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრის დროს.