კობახიძე: საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს

სინამდვილეში, საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს და ამას ადასტურებს, მათ შორის, ისიც, რომ ამ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 82%. ჩვენ მივიღეთ 1 100 000-ზე მეტი ხმა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ასეთ ხელოვნურ პროტესტის მცდელობებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატების პერსპექტივა... საქართველოში არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ, ნაკვერჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი

ამბობს ირაკლი კობახიძე საქართველოში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით.