
ჩვენთან მიმართებით შენიშვნები აქვთ ისეთ საკითხებზე, რაც საერთოდ არავითარ შენიშვნას არ იმსახურებს. თვითონ საკუთარ საქმეებს მიხედონ. ჩვენ არ ვაკეთებთ ხოლმე განცხადებებს იმის შესახებ, თუ რა ხდება საფრანგეთში. ყველამ პატივი უნდა სცეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას და არავინ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში. მით უმეტეს, როცა ამას აკეთებს დიპლომატი, ელჩი, ეს არის ვენის კონვენციის პირდაპირი დარღვევა.
ელჩები ასეთ რამეს არ აკეთებენ მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში არა ერთი მანკიერება ვიხილეთ მთელი ამ წლების განმავლობაში. დღეს აბსოლუტურად ურეიტინგო ხელისუფლება ჰყავს საფრანგეთს, ამის მიუხედავად ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ თემებზე, ნურც ისინი ჩაერევიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობაში მით უმეტეს ნუ გააკეთებენ ამას ვენის კონვენციის უხეში დარღვევით.
თქვა ერთპარტიული და არალეგიტიმური ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.