ეს კაცი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება. რეალურად, რა თქმა უნდა, მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული. ჯერ სიმულიანტობა, მართლა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, კაცი ორი წლის განმავლობაში [კვდებოდა]. ბოლომდე დააზიანა მან საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როცა საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობ, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება უბრალოდ წარმოუდგენელია. ასეთ დროს მისი სურვილი, მობრუნდეს პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, წარუმატებლობისთვის არის განწირული.
განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.