ქართული ოცნების თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობის "კუჭის ოპერაციის რეკლამას" უწოდებს. ამის შესახებ მან ისაუბრა 12 რეკომენდაციის შესახებ პრესკონფერენციაზე, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
"გუშინ მე რაც ვნახე, ეს არის რეზექციის რეკლამა, კუჭის ოპერაციის. მეორე, ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობთ, მასთან შეგნებულად შეაქვთ დაბალი კალორაჟის საკვები, საკუთარი ოჯახის წევრებს, ეს ნორმალურია?", - განაცხადა კობახიძემ და კვლავ გაიმეორა ბრალდებები ყოფილი პრეზიდენტის კვებასთან დაკავშირებით.
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი 3 ივლისს სასამართლო პროცესს დისტანციურად ჩაერთო.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მაისური აიწია.
გამოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილს მკვეთრად აქვს წონაში დაკლებული, რაზეც მეტყველებდა გამოკვეთილი ნეკნები და მუცელი.