კობახიძე: რაც წერია სახდეპის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა

კობახიძე: რაც წერია სახდეპის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გაცნობა "ჯერ ვერ მოახერხა", თუმცა ამბობს, რომ რაც წერია სახდეპის ანგარიშში და რასაც ამბობენ არასამთავრობო სექტორში, "ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა".

"მე ანგარიშის გაცნობა ვერ მოვახერხე, თუმცა ვნახე რამდენიმე სათაური. ყურადღებით გავეცნობით ანგარიშს. სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, მხედველობაში მივიღებთ. შეიძლება იყოს ისეთი კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს, ამაზე გვექნება შესაბამისი რეაქცია.

ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლენის აგენტები.

შესაბამისად, აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე. რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ NGO-ები, ეს პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, აქედან გამომდინარე გამიჯვნა შეუძლებელია ორი მიმართულების განცხადებებს შორის. ესაა ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება" - ამბობს კობახიძე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოქვეყნა, რომელიც რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის ფორმულას დამფუძნებელ დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესებს, ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას, 5 ივლისს, აფგან მუხთარლის საქმეს.