კობახიძე: ყველა უნდა ადიდებდეს გამორჩეულ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს მამაცობისთვის

ჩემთვის დიდი პატივია ვიდგე დღე თქვენს წინაშე უნგრეთში, ქვეყანაში, რომელმაც მტკიცედ დაიცვა თავისი იდენტობა და სუვერენიტეტი. ყველა უნდა ადიდებდეს გამორჩეულ პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს მამაცობისა და უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც უნგრეთის თავისუფლებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ მიმართა.

დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე, არა მხოლოდ პოლიტიკური დასავლეთი, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც, დასავლეთი რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება, ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი, ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენის და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ დიფ სთეითის, რომელიც ცდილობს მსოფლიოს არაფრად აგრძნობინოს თავი და ყველაფრის მმართველად საკუთარი თავი ჩათვალოს. ჩვენი, ჭეშმარიტი დასავლეთი ჯერ კიდევ ცოცხალია, ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი და ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც, ყველას გულში, ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია.

განაცხადა ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.