კობახიძე ომზე: მგონია, სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი არის ამ თარიღის 8-ში აღნიშვნა

2012 წლის ჩათვლით სააკაშვილის რეჟიმი 8 აგვისტოს აღნიშნავდა ამ თარიღს. მგონია, რომ სახელმწიფოსთვის სასარგებლოც კი არის ყველა თვალსაზრისით, მათ შორის ევროსაბჭოს რეზოლუციის გათვალისწინებით, არის ამ თარიღის 8-ში აღნიშვნა. შეგახსენებთ, რა წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, რასაც ნაცმოძრაობამ მოაწერა ხელი. იქ წერია, რომ 7 აგვისტოს სააკაშვილმა დაიწყო ომი და ამას პასუხად მოყვა 8 აგვისტოს რუსეთის რეაქცია. აქედან გამომდინარე, ამის გათვალისწინებითაც, სახელმწიფოსთვის უფრო მომგებიანია თარიღის 8 აგვისტოს აღნიშვნა. შესაბამისად, გაგრძელდა ის ტრადიცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ დაამკვიდრა. 8 აგვისტოს აღინიშნებოდა თარიღი და ახლაც აღინიშნება 8 აგვისტოს.

განაცხადა მუხათგვერდის სასაფლაოზე ჟურნალისტებთან ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.