მთლიანობაში არჩევნები წარიმართება მშვიდობიან ვითარებაში, მშვიდ გარემოში. საქართველოში და საზღვარგარეთ არის 3111 უბანი და არჩევნები მშვიდად წარიმართება 3100-ზე მეტ უბანზე. იყო რამდენიმე უბანი სადაც კონკრეტული ტელევიზიების კონკრეტული ჟურნალისტები კონკრეტულ დაჯგუფებებთან ერთად მაინცდამაინც ერთად აღმოჩნდნენ ხოლმე და იქ ირეოდა ვითარება, თუმცა ბოლ ერთი საათია ამ მხრივაც დასტაბილურდა ვითარება.
განაცხადა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე.