კობახიძე: მოთმინებით ველოდებით [დონალდ ტრამპის ზარს]

კობახიძე: მოთმინებით ველოდებით [დონალდ ტრამპის ზარს]

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "მოთმინებით ელოდებიან" აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ზარს.

ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელმაც აშშ-ში ვიზიტისას თქვა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარეკვას დაპირდა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როდის ელოდებიან ქართულ ოცნებაში აშშ-ის პრეზიდენტის ზარს, ირაკლი კობახიძე პასუხობს:

"მე ვერ ვიმკითხავებ, ყავაში ვერ ჩავიხედავ. ველოდებით, მოთმინებით ველოდებით, რა თქმა უნდა. ნებისმიერ დროს, მზად ვართ. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა", - ამბობს ის.

ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, "დროა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს".

"მას [დონალდ ტრამპს] განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.