კობახიძე: მომავალ ორშაბათს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება

კობახიძე: მომავალ ორშაბათს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება

პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის თქმით, 25 ნოემბერს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება. ეს განცხადება მან მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

"მომავალ ორშაბათს საქართველოს პარლამენტს წარედგინება მთავრობის შემადგენლობა, ნდობის გამოსაცხადებლად. აქედან გამომდინარე, მინდა ვთხოვო ყველა სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა სამთავრობოი პროგრამების საბოლოოდ დაზუსტებაზე. ორშაბათს, მთავრობის შემადგენლობასთან ერთად, ჩვენ უნდა წარვუდგინოთ ოთხწლიანი სამთავრობო პროგრამაც", - თქვა კობახიძემ.

17 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დანიშნავს პირველ სხდომას, პარლამენტი ცესკოს მიერ ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან მეათე დღეს, 25 ნოემბერს შეიკრიბება.