კობახიძე: მქონდა საშუალება, შესვენებების დროს გავსაუბრებოდი 10-ზე მეტ ლიდერს

რაც შეეხება შეხვედრებს, უშუალოდ მქონდა ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ლიდერთან, ფიცოსთან შეხვედრა, ძალიან კარგი, მეგობრული შეხვედრა, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. მიმიწვია რობერტ ფიცომ სლოვაკეთში და ამისათვის მინდა მას მადლობა გადავუხადო. შეხვედრა მქონდა ასევე ევროსაბჭოს გენმდივანთან, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა მასთან. შეხვედრა მქონდა სერბეთის პრემიერთან.

ასევე, მქონდა საშუალება, შესვენებების დროს გავსაუბრებოდი 10-ზე მეტ ლიდერს, აქ იყვნენ როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები, ასევე არაწევრი, მაგრამ კანდიდატი ქვეყნის ლიდერები. ეს არის ის, რაც მოხდა ბუდაპეშტში. მთლიანობაში, იყო ძალიან პროდუქტიული ვიზიტი, მქონდა მნიშვნელოვანი საუბრები შესაბამის ლიდერებთან, საუბარი მქონდა თემებზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაქსიმალურად გამოვიყენეთ ეს ფორმატი ამისთვის.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

7 ნოემბერს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ირაკლი კობახიძე რამდენიმე ევროპელ ლიდერს შეხვდა და მათ ხელი ჩამოართვა, თუმცა მათ შორის ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები არ არიან.