კობახიძე: იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს საელჩო

მე პირადად ოპტიმისტურად ვუყურებ ახალი ელჩის ჩამოსვლას. დიდი იმედი მაქვს, რომ მიდგომები შეიცვლება ფუნდამენტურად. თქვენ იცით, გვქონდა სერიოზული კრიტიკული შენიშვნები წინა ელჩის საქმიანობასთან დაკავშირებით და მის პირობებში საელჩოს საქმიანობასთან დაკავშირებით. ამის რაღაცნაირად კუდებსაც ვხედავთ, იგივე ბოლო განცხადება USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებთან დაკავშირებით, აბსოლუტურად გაუგებარია. [...]

მე იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება ახალი ელჩის პირობებში. არა მარტო ეს, იგივე რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა, შესაბამისი სუბიექტების მხრიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა - გახსოვთ მოსამართლის დაბარება. კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ მდიდარი NGO-ები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მიზნით, ასევე, ე.წ. PVT-ის შედეგების გაყალბება და ა.შ. ასეთი რაღაცები არ შეიძლება, განმეორდეს. მე ძალიან იმედი მაქვს, ახალი ელჩის პირობებში ასეთი რაღაცები არ განმეორდება, არ გაგრძელდება ექსტრემისტები მხარდაჭერა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი ელჩის პირობებში განსხვავებული მიდგომებით იმოქმედებს საელჩო.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.