კობახიძე ევროპულ მარშზე: თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე

გუშინ ყველამ ერთად, ყველა პარტიამ, ყველა NGO-მ ერთად, სალომე ზურაბიშვილი, რა ვიცი, ყველა მიიყვანეს და თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეს. თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე, თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე, თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე. [...] თავისუფლების მოედანი ვერ გაავსეთ, ნახეთ, დრონის კადრები, რატომ არის გადაღებული ეს მხარე? იმიტომ, რომ აქეთ ვერ გაავსეთ. აქცია ჩაგივარდათ. ამ მოედნის შევსებას არ სჭირდება დიდი რაოდენობის ხალხი, როცა კონკრეტულ ლოკაციაზე ატარებ აქციას, ის ლოკაცია თუ ვერ შეავსეთ, მაშინ აქცია ჩაგივარდათ და რეალურად, 1 კვირით ადრე წააგეთ არჩევნები.

ამტკიცებს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 20 ოქტომბერს თბილისში ჩატარებულ ევროპულ მარშზე საუბრისას.