კობახიძე: ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არავითარი ფასი არ აქვს

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და შესაბამისად, ეს საკითხი არანაირი ფორმით არ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსთან. ევროპარლამენტი რას ამბობს, ამას არავითარი ფასი არ აქვს. რაც შეეხება იმ სტრუქტურებს, რომლებიც გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ, მათ მსგავსი არაფერი უთქვამთ, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აჭარაში ყოფნის დროს.