კობახიძე: დღეს იმაზე მაღალი რეიტინგი გვაქვს, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების წინ გვქონდა

ყველამ იცის რეიტინგები - ჩვენ დღეს გვაქვს იმაზე მაღალი რეიტინგი, ვიდრე გვქონდა საპარლამენტო არჩევნების წინ. მაშინ თუ ავიღეთ 54%, დღეს შეგვიძლია ავიღოთ ამაზე მეტი. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ოპოზიცია არის განწირული. ჩვენ მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს.

ასეთ ვითარებაში აღარ იციან [ოპოზიციურმა პარტიებმა], რა ქნან. თან ენანებათ ის 2-3 მანდატი, რომელიც შეუძლიათ მიიღონ საკრებულოებში, თან მეორე მხრივ ხედავენ, რომ აბსოლუტურად განწირულები არიან მარცხისთვის. ამასთან არის დაკავშირებული ის შიდა ბრძოლები, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციაში, რაც კარგია და მთავარია - ოპოზიცია აბსოლუტურად არის დაშლილი და მოშლილი

თქვა ჟურნალისტებთან ირაკლი კობახიძემ.