მე როგორც ვიცი, ამ ე.წ დემოკრატიის ფესტივალზე გამოფენილი იყო მათ შორის სააკაშვილის სურათები. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ავტორიტარიზმის ფესტივალი ტარდება. ამ ფესტივალს უცხოელი დონორები აფინანსებენ.
ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ არჩევნები საარჩევნო პრინციპების უხეშად დარღვევის ფონზე წარიმართება, თუმცა ეს დარღვევები შედეგებზე ვერ აისახება. ქართული საზოგადოება ყველაფერს ხედავს, აქედან გამომდინარე როგორი ჩარევაც არ უნდა მოხდეს, ეს გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს. მათ შორის ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები საქართველოში ავტორიტარიზმს ვერ დააბრუნებს.
განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "დემოკრატიის ფესტივალზე" საუბრისას.