პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე პოლიციის მაღალჩინოსნების, ხარებასა და მისი მოადგილის, მილერი ლაგაზაურის დასანქცირებას "შეცდომას" უწოდებს და ირწმუნება, რომ სანქციები კონტრპროდუქტიულია.
"თქვენ ხედავთ, რომ სანქციები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის სუბიექტი, რომელიც შეიძლება, ფიქრობდეს თეორიულად სანქციებზე, პრაგმატულად იმოქმედებს და არ მიიღებს ისეთ ზომებს, რომელიც პირიქით უკან შეუბრუნდება შესაბამის ძალებს. სანქციები არის კონტრპროდუქტიული. ჩვენ დაგვისანქცირეს პოლიციის ორი წარმომადგენელი, პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი, 2008 წელს ნაბრძოლი ორი ადამიანი. ასეთი შეცდომები არ შეიძლება, დაუშვან იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ. ყველამ დაინახა, რომ სანქციები არის კონტრპროდუქტიული. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ მომავალში იქნება უფრო პრაგმატული გადაწყვეტილება"- ირწმუნება კობახიძე.
16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა. აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.
სანქციები ასევე შეეხო პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორ წევრს - ზურა მახარაძესა და კონსტანტინე მორგოშიას.