
ჩორჩანას საგუშაგოს საკითხი არ იყო მხოლოდ იზოლირებული შემთხვევა, როდესაც მან [გიორგი გახარიამ] რაღაც პროვოკაცია განახორციელა, რასაც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესების დაზიანება მოჰყვა. იყო პანკისი, ბასიანი და უამრავი სხვა, როცა გახარია დგამდა ნაბიჯებს, რომლებსაც ქვეყნისთვის ზიანი მოჰქონდათ. მე ვერ დავიჯერებ, რომ გახარია ამას მხოლოდ სულელობით და დაკვეთებისა და დავალებების შესაბამისად არ აკეთებდა. მას ჰქონდა მარტივი დაკვეთა, რომ განეხორციელებინა პროვოკაციები იმისთვის, რომ ქვეყნის ინტერესები დაეზიანებინა.
ეს იყო მისი დავალებები, რასაც გარედან იღებდა - გასაგებია, რომ დიფ სთეითისგან. ზარი იყო დიფ სთეითიდან. ჩვენ დიფ სთეითისთვის ანგარიშის გაწევა გვიწევდა. ასეთი მდგომარეობა იყო 2019 წელსაც, როცა დიფ სთეითიდან გაისმა ზარი. გახარია იყო ოფიციალური თანამდებობის პირი, თუმცა ის იმ მომენტში გამოხატავდა სუბიექტის ინტერესებს, არამედ დიფ სთეითის ინტერსებს. ცხადია, ახლა ამ კომპრომისებზე არ წავალთ.
განაცხადა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.