კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

კობახიძე ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 7 ნოემბერს ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაგეგმილია კობახიძის სიტყვით გამოსვლა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.

"ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები მიგრაციისა და ეკონომიკური უსაფრთხოების, დაკავშირებადობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და გლობალური ვაჭრობის შესახებ"- ნათქვამია გაცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მეხუთე სამიტში კობახიძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.