
ჩვენ გვყავდა ძალიან რთული მეტოქეები, მათ შორის, საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვიდრე გავიდოდით ევროპის ჩემპიონატზე. ასევე გვყავდა ურთულესი მეტოქეები უკვე ევროპის ჩემპიონატზე, სამი ურთულესი მეტოქე, თუმცა ბიჭები არ შეუშინდნენ დადგნენ ორ ფეხზე - თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი მეტაფორა - სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს.
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ. 26 ივნისს, EURO 2024-ზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა და მერვედფინალში გადავიდა.