
თქვენ გახსოვთ, მანამდე მას ჰქონდა ვერსია, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა, შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ამის გადაბრალება - თუ ეს მართალი იყო და თუ ეს არ იყო ტყუილი, მაშინ თავად უნდა იყოს მოხარული იმით, რომ დღეს არის საქართველოში, უსაფრთხო ადგილას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სათანადო პირობებში. გარდა ამისა, რაც შეეხება ბრალდებებს, რომლებიც მოვისმინეთ, ის არის აშკარად დაკავებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეკლამირებით. ამას რატომ აკეთებს, ეს არის მისი საქმე.
თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გიორგი ბაჩიაშვილზე საუბრისას.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი ითხოვს, რომ მისი გატაცების საქმეზე გამოძიება დაიწყოს.