ყველამ იცის, პირობიდან რომ ავიღოთ - ნაცმოძრაობა, ლელო, გახარია და სხვები, ისინი თუ მოახერხებენ მანდატების ნახევარზე მეტის მოპოვებას, ამით ხელისუფლებაში ბრუნდება ნაცმოძრაობა.
ეს ადამიანები პირდაპირ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები სხვადასხვა ხაზითა და კუთხით, შესაბამისად, ეს ე.წ. კოალიცია იქნება სხვა არაფერი, თუ არა ნაცმოძრაობის მიერ ძალაუფლების დაბრუნება.
მათ აქვთ ასეთი მიზანი. სინამდვილეში, ყველა ეს ე.წ. პარტია არის ერთი დიდი პარტიის შემადგენელი ნაწილი, რასაც ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ არა თუ მათი ხელისუფლებაში დაბრუნება არ დავუშვათ - რაც აბსოლუტურად გამორიცხულია არსებული კვლევების მიხედვით, ჩვენი ამოცანაა, რომ მთელი ეს კოლექტიური ნაცმოძრაობა ჩავტოვოთ 35 მანდატს ქვემოთ შემდეგ პარლამენტში.
თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იმედთან.